Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება


№   8/29 - 1
02.05.2014 
ქ.თბილისი


სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტურანტების სამეცნიერო ხელმძღვანელებისა და სადისერტაციო თემების  დამტკიცების შესახებ
            
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მ. ლობჟანიძის 01.05.2014  № 3426/29 წერილის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და ხელმძღვანელები:
•    დავით პირველაშვილი – სადისერტაციო თემა: “მომსახურების ხარისხის აღქმა ქართველ მომხმარებლებში ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას“
მეცნიერ - ხელმძღვანელი:  პროფესორი ნუგზარ თოდუა
•    ზვიად სიჭინავა – სადისერტაციო თემა: “ელექტრონული კომერციის განვითარების მარკეტინგული სტრატეგიები საქართველოში“
მეცნიერ - ხელმძღვანელი:  პროფესორი ნუგზარ თოდუა
•    მიხეილ გურგენიძე – სადისერტაციო თემა: “საბაზრო რისკების მართვის ეფექტიანობის გაზრდა“
მეცნიერ - ხელმძღვანელი:  პროფესორი დავით ნარმანია
•    აკაკი ხარაიშვილი – სადისერტაციო თემა: “პროექტების მართვის  როლი საქართველოს ენერგეტიკული  სტრატეგიის რეალიზაციაში“
მეცნიერ - ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი
2.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროს მანანა ლობჟანიძეს.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.



დეკანი, ასოცირებული პროფესორი                  თეიმურაზ ბერიძე